вторник, 22 октября 2019 г.

გეპატიჟებით რუსული ენის წრეზე



სსიპ ქალაქ თბილისის N207 სკოლის რუსული ენის მასწავლებელი იწვევს მოსწავლეებს უფასო წრეზე, სადაც ბავშვები სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშებით შეისწავლიან ანბანს და რუსულ ენაზე წერა- კითხვას, შეძლებენ მარტივი კომუნიკაციის დამყარებას უცხო ენაზე, გაეცნობიან სხვა ქვეყნის კულტურას.
წრის  დასახელება --- Азбука.
·         წრის მიზანი :  სამეტყველო უნარ-ჩვევები  განვითარება;
პროფილი/ დისციპლინა -რუსული  ენა

აქტუალურობა: უცხოური ენის სწავლების გამოცდილებამ  აჩვენა, რომ სწავლების პროცესში  გრამატიკის სწავლება კონტექსტშია სასურველი და არა კონტექსტისაგან მოწყვეტილად, რაც საკომუნიკაციო მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. წესებისა და ტერმინების ზეპირად სწავლება არ არის რეკომენდებული. მოსწავლეს საშუალება უნდა მიეცეს დააკვირდეს, ამოიცნოს, გაიაზროს და კონტექსტში გამოიყენოს გრამატიკული თავისებურებები და კონსტრუქციები. ამისათვის სასურველია ასათვისებელ ენობრივ მასალაზე აგებული დიდაქტიზებული ტექსტების/ფილმების მეშვეობით გრამატიკული მასალის სახალისო, ადვილად გასაგებ ზეპირ თუ წერილობით საკომუნიკაციო სიტუაციებში მიწოდება; მრავალფეროვანი აქტივობებისა და სავარჯიშოების შეთავაზება, რათა მოსწავლეებმა ადვილად შეძლონ უცხოურ ენაზე კომუნიკაციური უნარების ფუნქციურად გამოყენების უნარების განვითარება. 
მნიშვნელობა: წრეში  სწავლების მეთოდოლოგია ტიპური საგაკვეთილო პროცესისგან განსხვავდება  და არ ითვალისწინებს მოსწავლის შეფასებას. სწავლის პროცესში მოსწავლეები არაფორმალურ გარემოში  იმუშავებენ ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და  საჭიროებების გათვალისწინებით,  რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას სასწავლო პროცესის დროს.
საწრეო მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ  მარტივ კომუნიკაციას რუსულ ენაზე,  გაუუმჯობესდებათ მოსმენის და ლაპარაკის უნარები.